вторник, 1 сентября 2015 г.

პროექტის გეგმა

                

პროექტის სახელწოდება ,,გთხოვთ გაგვიგოთ,,



პრობლემა: გარდატეხის ასაკი და მისი სირთულეები

პროექტის მიზანი: გარდატეხის ასაკთან დაკავშირებული  არსებითი სირთულეების გამოყოფა,  გაანალიზება და მათი გადაჭრის სავარაუდო გზების ძიება.

პროექტში მონაწილენი: მარტვილის #2 საჯარო სკოლის მე-9 ა კლასის მოსწავლეები.

პროექტის ხელმძღვანელი: ინგა ოდიშარია, ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგი
პროექტში მონაწილე მასწავლებლები:
                                                  მარინა გაბისონია- მათემატიკის მასწავლებელი.
                                                  ინგა ბარათელი - რუსული ენის მასწავლებელი.

სამიზნე ჯგუფი: სკოლის გარდატეხის ასაკის მოსწავლეები(11-18 წ.)
                                                                                                                                   
პროექტის 
                     დასაწყისი   8 აპრილი
                    დასასრული 14 აპრილი

პროექტის ამოცანები:    მოსწავლეებმა შეძლონ პრობლემის განსაზღვრა, გაანალიზება. კვლევის გზით შეიძინონ გამოცდილება, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გამოადგებათ.გამოიყენონ ახალი მასალა, მოახდინონ მისი ტრანსფერი.დამოუკიდებლად მოიძიონ ინფორმაცია და პრობლემის გადაჭრის მათეული ხედვა მიუსადაგონ რეალური ცხოვრების მიზნებსა და მოთხოვნებს. სკოლაში მიღებული ცოდნის რეალურ ცხოვრებასთან ინტეგრირება. დაგეგმონ და აწარმოონ კვლევა.განუვითაროთ ჯგუფური მუშაობის, თანამშრომლობისა და კომუნიკაციური უნარ-ჩვევები.

განხორციელების გზები:
1.
  •   პრობლემის გამოსაკვეთად დისკუსიის ჩატარება,
  •    კვლევისათვის სამიზნე ჯგუფის შერჩევა,
  •  კითხვარების მომზადება,
  •   ანკეტირების ჩატარება,
  •   მონაცემთა რაოდენობრივი შეფასება  და ანალიზი დიაგრამების  გამოყენებით.
  • კვლევის ანგარიშის მომზადება Pover Point-ის საშუალებით.

2. ინტერნეტის გამოყენებით გარდატეხის ასაკის თავისებურებებზე ინფორმაციის მოძიება და მათი დახარისხება თემების მიხედვით :
  •   ფსიქოლოგიური თავისებურებანი,
  •    ფიზიოლოგიური ცვლილებები,
  •   მანკიერი მიდრეკილებები 
  •    ურთიერთობები უფროსებთან.
3. პროექტის შეფასების კრიტერიუმების შემუავება.

4. განხორციელებული სამუშაოების მონიტორინგი.

რესურსები:

o   სკოლის მოსწავლეები
o   მასწავლებლები
o   მშობლები
o   ინტერნეტი
o   საკითხავი მასალა
o   კომპიუტერი
o   პროექტორი
o   ციფრული ფოტოაპარატი

           საგანთა ინტეგრაცია:

·        სამოქალაქო განათლება
·        ქიმია-ბიოლოგია
·      მათემატიკა

მოსალოდნელი შედეგები:

  •   მოსწავლეები გაეცნობიან და გააანალიზებენ გარდატეხის ასაკისათვის დამახასიათებელ სირთულეებს,
  •   დამოუკიდებლად შესძლებენ პრობლემის გადაჭრის სავარაუდო გზების მოძებნას.
  •  ჩამოუყალიბდებათ კვლევისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები,
  • განუვითარდებათ კრიტიკული აზროვნება, თანამშრომლობითი და საპრეზენტაციო უნარ-ჩვევები, ცოდნის ტრანსფერის უნარი.
  •  შექმნიან ისტ-ის პროდუქტს.

სამუაო გრაფიკი

#
შესასრულებელი სამუშაოები

8.04.13
9.04.13
10.04.13
11.04.13
12.04.13

13.04.13
14.04.13
1.
დისკუსიის ჩატარება და პრობლემის გამოკვეთა
  •      






2
აკეტირებისტვის კითხვარის შედგენა
  •    
  •     





3
კვლევის ჩატარება


  •       




4
კვლევის მონაცემთა ანალიზი



  •      
  •       



5
ინფორმაციის მოძიება და დახარისხება

·       
·       
  •     

  •  


6
პრეზენტაციისათვის მზადება




  •   

  •      

7
პროექტის პრეზენტაცია






  •